2025-05-08 17:14:52, 772 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - „მეგობარი აქტი“ ე.წ. საპროტესტო მუხტისთვის გარკვეული იმპულსის მიცემაა
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტის“ შინაარსი ე.წ. საპროტესტო მუხტისთვის გარკვეული იმპულსის მიცემაა.
ქადაგიშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი შინაარსის და რეალობას აცდენილი აქტები მიიღება ევროპარლამენტსა თუ კონგრესში.
„მეგობარი აქტი“ საქართველოში არსებულ ვითარებას აბსურდულ შეფასებას აძლევს. დოკუმენტში მოყვანილ თემებს რეალობასთან შეხება არ აქვს. ამ აქტის შინაარსი ე.წ. საპროტესტო მუხტისთვის გარკვეული იმპულსის მიცემაა. სენატი ამ კანონპროექტს განიხილავს თუ არა და დონალდ ტრამპი მოაწერს თუ არა ხელს, სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,