21:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 20:16:00, 1167 ნახვა

საზოგადოება
სუს-ი - მოვუწოდებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, თავი შეიკავონ შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე".

„მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics