18:34 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 11:30:55, 1254 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქედის მუნიციპალიტეტში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა

ქედის მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციები მინისტრებმა ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს.

მათივე ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხარჯა 382,776 ლარი, პროგრამებით 427-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

„2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს.

მიმდინარე წელს სამინისტრომა ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

პრეზენტაციას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები და რწმუნებულები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics