|
2025-05-05 11:11:59, 6319 ნახვა
სპორტი
„სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის დაუღალავი ვარჯიში და შრომა დგას — წესები და სპეციალური რუტინა, რაც პატარა ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამაზე ზრუნავს „სერვალი” — ქუთაისში დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდის და პატარა ასაკიდანვე ეხმარება ჰობის პროფესიად ქცევაში. ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როცა ოთხმა ფეხბურთელმა: გიორგი გურულმა, თემურ ხაბურძანიამ, ბექა ჩხეტიანმა და თამაზ ბაბუნაშვილმა კლუბის შექმნა გადაწყვიტა. „ოთხივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდით ფეხბურთს, უმაღლეს და პირველ ლიგას. ერთ დღეს კი გაგვიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის გვესწავლებინა თამაში. თან ის ყველაფერი მიგვეცა მათთვის, რაც თავად გვაკლდა თავის დროზე. ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო მომავალი თაობისთვის — ასე მოვუყარეთ თავი დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და სურვილებს, რომლებიც პირადად არ აგვხდენია”, — აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი. კლუბის დაარსების საწყის ეტაპზე მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის ერთიანად თავმოყრა, შემდეგ კი სხვებისთვის გაზიარება იყო მთავარი ამოცანა. თუმცა განვითარებასთან ერთად, ხედვისა და სურვილების არეალი გაფართოვდა, რასაც ფინანსურ შესაძლებლობების ხელშეწყობაც სჭირდებოდა. „სწორედ აქ გამოჩნდა თიბისი მთავარ მხარდაჭერად - თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შევიძინეთ მიწა, 15 000 მ2, რაც “სერვალის” განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო”, - აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი. ამჟამად, ლიცენზირებული მწვრთნელებისა და შესაბამისი გარემოს მეშვეობით, პატარა ფეხბურთელები ყველაფერს სწავლობენ, რაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)