|
2025-05-03 13:45:52, 928 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - 9 მაისს აღლუმზე მყოფი ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია. "ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა ქვეყნის [ლიდერის, მოქალაქის] მიმართ, რომელსაც რუსეთში უმგზავრია ან 9 მაისს აპირებს გამგზავრებას – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ". - თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან. გამოცემა საკუთარ წყაროებსა და სამთავრობო მედიებს, ТАСС-სა და РИА Новости-ს ეყრდნობოდა. РБК-ის მიხედვით, შემდეგმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 9 მაისს პუტინის აღლუმში მონაწილეობას გეგმავენ:
РБК აღნიშნავს, რომ აღლუმს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონი გუტერეში არ დაესწრება. გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მიწვეულები არიან, თუმცა დასწრება არ დაუდასტურებიათ მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგინ ხურელსუხსა და ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)