|
2025-05-03 12:20:11, 826 ნახვა
მსოფლიო
პრინცი ჰარი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახთან „შერიგება სურს“
სასექსის ჰერცოგმა, ჰარიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან სურს სამეფო ოჯახთან შერიგება. ჰარის თქმით, ის განადგურებულია ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მეფე „უსაფრთხოების საკითხების გამო მას არ ელაპარაკება“. მისივე თქმით, აღარ სურს ბრძოლა. „იმდენი უთანხმოება იყო ჩემსა და ჩემს ოჯახს შორის, მაგრამ მე მათ ვაპატიე. ვისურვებდი ჩემს ოჯახთან შერიგებას. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ცხოვრება ძვირფასია“, – განაცხადა პრინცმა. პრინც ჰარის სასამართლო დავა, რომელიც მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, პრინცისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრინც ჰარის აღარ მიენიჭება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიციის დაცვა მას შემდეგ, რაც მან 2020 წელს უარი თქვა სამეფო მოვალეობებზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჰარიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას და შესაძლოა, მომავალში ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობაც კი გაართულოს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)