|
2025-05-01 14:08:20, 6552 ნახვა
რეგიონი
ჭიათურაში მაღაროელთა აქცია გრძელდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ოთხ დაკავებულ მაღაროელს და იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად, დღეს ჭიათურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, აქციას შეუერთდნენ ადგილობრივებიც. აქციაზე მაღაროელებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შავი პიარის აგორება მიმდინარეობს. აქციაზე გამომსვლელებმა ასევე არ გამორიცხეს, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თვითდაზიანება მიიყენა, რათა შემდეგ პროტესტის აქტივისტები დაეკავებინათ. ჭიათურის ცენტრში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ჭიათურაში 28 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოთხი დაკავებული მაღაროელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)