17:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 19:00:07, 993 ნახვა

სამართალი
ვასილ ჯამალაშვილი გავრცელებული კადრების გამოძიებაზე: FBI-ს ჩართვის გარეშე ამ საქმის გახსნა შეუძლებელია

FBI-ს ჩართვის გარეშე საქმის გახსნა შეუძლებელია, - აცხადებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი.

როგორც მან „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, Youtube-ს სერვერები საქართველოში არ დგას, შესაბამისად ქართული სპეცსამსახურები FBI-ს გარეშე ამის გარკვევას ვერ მოახერხებენ.

„ამას სჭირდება ის, რომ ქართული მხარე დაუკავშირდეს ამერიკულ მხარეს. ბიუროკრატიული საკითხებია, რომელიც ამერიკული მხარის გარეშე ვერ მოხდება.

ეს  მხოლოდ FBI-ს შეუძლია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ვიდეოები ატვირთული, ყველა შემთხვევაში, FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან Youtube არის ამერიკაში, GOOGLE-ს მფლობელობაში. რაც შეეხება სერვერებს, მე როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში უდგას, თუმცა არა  - საქართველოში. მე არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეოები. ქართულ მხარეს ინფორმაციის მოპოვების არანაირი ბერკეტი არ აქვს“, - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის

ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული, მაშინ ის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics