|
2025-04-30 11:09:12, 988 ნახვა
საზოგადოება
მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად, მაღაზიები სრულად განადგურდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა. მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ „მე რომ მოვედი, უკვე მოდებული იყო ალი. დამწვარი იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი სულ ჩამწვარი იყო, რომ მოვედი. არც ეჭვი გვაქვს, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. „რომ გამოვდივარ, საერთოდ ვთიშავ შუქს და თუ ვინმემ დატოვა რაღაც, ეგ არ ვიცი. არ გამოვდივარ ისე, სიგნალიზაციაზე მყავს აყვანილი. მე დაზღვევა მაქვს. რაღაც ნაწილი გადარჩა. გარეთ ყრიან ახლა, თუ რამე გადარჩა. მაგრამ თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება. რას გადავარჩევ, არ ვიცი“, – განაცხადა მოვაჭრემ. „სახლში ვიყავი, დამირეკეს, ხანძარიაო. ეს იყო შვიდის ნახევარი და მოვედით აქ“, – განაცხადა ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა მოვაჭრემ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა. ხანძრის გამო, ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)