|
2025-04-28 19:15:03, 729 ნახვა
მსოფლიო
ანტონიო კოშტა - არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია
არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა. „ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ დღევანდელი ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია. ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზების დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს და შეფერხება შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთან, საფრანგეთის ელექტროქსელის ოპერატორის RTE-ს ცნობით, ელექტროენერგია დროებით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა ახლა ქსელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)