|
2016-03-15 16:00:19, 888 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების სხვა ხელძღვანელი პირები. მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორ სახელმწიფოს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, კერძოდ კი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შემდგომ განვითარებას. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებმა ასევე, აღნიშნეს საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ნატოს მიერ წარმოებული ოპერაციების მხარდაჭერისთვის. საქართველოში ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტის მნიშვნელობა და შეხვედრაზე განხილული საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამა. „საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ასეთი ღონისძიებები ნატოს წევრ ქვეყნებში ტარდება ხოლმე. ჩვენი ქვეყანა შერჩეული იყო როგორც კონფერენციის მასპინძელი. მსგავსი სახის ღონისძიებების ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარება ყოველთვის იმ თანამშრომლობის, წარმატების და მხარდაჭერის ხარისხის მანიშნებელია, რომელიც ამ ურთიერთობებში არსებობს. ჩვენ დღეს თავდაცვის სამინისტროში ვუმასპინძლეთ გენერლებს. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ სხვადასხვა ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებებზე, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ასევე, JTEC-ის შესახებ იმიტომ, რომ მაისში ის უკვე იწყებს აქტიურ მოქმედებას და რეალური ღონისძიებების განხორციელებას - სწავლებას, შეფასებას. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი ვიზიტის დროს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გენერალი, მეტი მაღალი სამხედრო თანამდებობის პირი მოვიზიდოთ საქართველოში, სწორედ, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ძალიან ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა გვქონდა. ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. შეხვედრაზე ავღანეთში მიმდინარე მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე ვისაუბრეთ. ვაფასებთ საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს. ასევე განვიხილეთ გზები, თუ როგორ გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირებაზე, თუ რამდენად ფართოდ შეგვიძლია ცენტრის გამოყენება ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებებისთვის“, – აღნიშნა ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბის უფროსმა, ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ. ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსული ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დაათვალიერებენ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ეწვევიან.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)