19:30 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 11:47:18, 1014 ნახვა

მსოფლიო
დენის შმიგალი - უკრაინა და აშშ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობას დაიწყებენ

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობას დაიწყებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შმიგალის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს კიევსა და ვაშინგტონს შორის მინერალების შესახებ მომავალი შეთანხმების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტები, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ მემორანდუმში.

„უკრაინის მთავრობა უდავოდ უჭერს მხარს ამერიკელ და უკრაინელ ხალხებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებას და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ა

ამასთან, შმიგალმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ენერგეტიკის სექტორში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics