|
2025-04-18 17:12:39, 639 ნახვა
მსოფლიო
იაპონია უკრაინას რეკონსტრუქციისა და თავდაცვის მიზნებისთვის $3 მილიარდს გადასცემს
იაპონიამ უკრაინასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ტოკიო კიევს გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებულ $3 მილიარდი დოლარის სესხს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. სესხი G7-ის Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine პროგრამის ნაწილია, რომელიც კიევისთვის $50-მილიარდიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და თავდაცვის მიზნებისთვის. გამოყოფილი თანხა G7-ის წევრი სახელმწიფოების კონტროლქვეშ არსებული $300 მილიარდის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით დაიფარება. "იაპონია საერთაშორისო სოლიდარობის მოკაშკაშე მაგალითია, რომელიც უკრაინის ლიდერი პარტნიორი გახდა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ კიევში იაპონიის ელჩ მასაში ნაკაგომესთან ერთად შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ. "დღევანდელ შეთანხმებაზე ხელმოწერა არამხოლოდ ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების გადაწყვეტაში დაგვეხმარება, არამედ ასევე იქნება კიდევ ერთი დასტური იაპონიის გულწრფელი ერთგულებისა საზიარო ღირებულებების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს". - დაამატა მარჩენკომ. იაპონიის მიერ გამოყოფილი თანხა 30 წელზე გადანაწილდება და გადამისამართდება უკრაინის ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენებ საბიუჯეტო საჭიროებებზე, რათა უკრაინას რეკონსტრუქციასა და განვითარებაში დაეხმაროს. უკრაინისთვის G7-ის მიერ გაცემული სესხიდან უდიდესი წილი ევროკავშირსა და აშშ-ზე მოდის, რომლებიც ამისთვის დაახლოებით $20-20 მილიარდს გამოყოფენ. იაპონია, გაერთიანებული სამეფო და კანადა დანარჩენ თანხებს უზრუნველყოფენ. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ტოკიო კიევის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბოლო სამი წლის განმავლობაში იაპონიამ უკრაინას დაახლოებით $8.5 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)