|
2025-04-17 19:50:57, 691 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობა დაუშვა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელი და რუსეთის ტერიტორიაზე თალიბანის საქმიანობის აკრძალვა შეაჩერა. "რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერებულია აქამდე დადგენილი აკრძალვა მოძრაობა თალიბანის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულთა ერთიან ფედერალურ სიაში," – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ და პირადად ნეფედოვმა მცირე ხნის წინ LGBT მოძრაობები ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ეს გადაწყვეტილება გახდა 2024 წლის დეკემბერში ძალაში შესული სამართლებრივი ჩარჩოს პირველი შემთხვევა. ეს სამართლებრივი ნორმა შესაძლებლობას იძლევა, დროებით შეჩერდეს ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას იძლევა დროებით შეჩერდეს იმ ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც შეტანილია ტერორისტულ ორგანიზაციათა ერთიან სიაში. მაშინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი განმარტავდა, ეს კანონი თალიბანთან კანონიერ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიდა. პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის განცხადების საფუძველზე. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ შესაბამისმა ჯგუფმა შეწყვიტა ტერორისტული საქმიანობა, პროპაგანდა, ტერორიზმის გამართლება ან მხარდაჭერა, ასევე სხვა სისხლის სამართლის დანაშაულები.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)