|
2025-04-15 09:31:38, 1037 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო
უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინუილი წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, - წერს მინისტრი. მისი განცხადებით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. „უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენი ვალდებულება მტკიცე და ურყევია. ამჟამად, უკრაინა ამზადებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შემდეგ პარტიას ლიეტუვის მეორე ტრანშის ფარგლებში, იმავე ოდენობით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად“,- წერს დოვილე შაკალიენე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)