|
2016-03-14 18:53:13, 1911 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა დაიწყო
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ–ერთი პროგრამის – ,,მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის“ ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ამბულატორიაში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას უწევს ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის ექიმები – ონკოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ლარინგოლოგი და მამოლოგი. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და მართვის მიზნით კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება მასახლეობის გამოკვლევები, კერძოდ: ულტრაბგერითი გამოკვლევა; ონკოლოგის კონსულტაცია (არანაკლებ 1600 ბენეფიციარისა); დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა (უროლოგი, ლარინგოლოგი, გინეკოლოგი) კონსულტაცია; ონომარკერებზე ლაბორატორიული გამოკვლევა; ციტოლოგიური გამოკვლევა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)