22:58 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 10:14:28, 700 ნახვა

მსოფლიო
„სიენენი“ - დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს მომავალ თვეში ეწვიოს

მომავალ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანსა და ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლო ვიზიტი განხორციელდება საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ. წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა „სიენენს“ აცნობა, რომ ტრამპმა ეს ვიზიტი განიხილა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო სატელეფონო საუბრისას.

ამასთან, წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი არ გეგმავს ისრაელში ვიზიტს.

როგორც „სიენენი“ წერს, თუ თურქეთში ვიზიტი შედგება, ეს იქნება თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის პირველი ვიზიტი თურქეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics