|
2025-04-10 21:46:23, 704 ნახვა
მსოფლიო
ირანმა და სომხეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აპრილს განაცხადა, რომ 9-10 აპრილს სომხეთი და ირანი საზღვრის გასწვრივ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. როგორც Reuters წერს, ყოველივე ეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ დაძაბულობასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ხდება. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების შესაბამისად, სამხედრო წვრთნები, რომელიც 44-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ უნდა გამართულიყო, ამ დროისთვის დასრულებული უნდა იყოს. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ორი ქვეყანა "სიმულაციური ტერორისტული დაჯგუფებების თავდაცვის" მოგერიებაზე ივარჯიშებდა. "ამ წვრთნების მიზანი, ორი ქვეყნის საზიარო ინტერესების საფუძველზე, საზღვრების უსაფრთხოების კონსოლიდირებაა". - Rueters-ის ცნობით, ციტირებდა ირანის სახელმწიფო მედია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC). სომხეთი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთთან თანდათანობით უფრო დაახლოვდა, ახლო ურთიერთობებს უნარჩუნებს ირანთანაც, რომელსაც, თავის მხრივ, საკუთარ ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით დასავლურ ქვეყნებთან მნიშნველოვანი დაპირისპირება აქვს. მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს საზღვრები 3 ათწლეულზე მეტია, ჩაკეტილი აქვს, რამაც, როგორც Reuters წერს, მოსაზღვრე ირანს უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა მიანიჭა. გასულ თვეში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყნები კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ ორივე მხარემ საზღვრის გასწვრივ ცეცხლის გახსნა რამდენჯერმე დააბრალა ერთმანეთს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)