11:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 17:31:04, 586 ნახვა

პოლიტიკა
დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ხვალისთვის დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, ხვალ გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ხვალ, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, -განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics