|
2025-04-09 17:28:01, 688 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის არმიის დანაყოფები, რომლებიც განთავსებული არიან ვარდენისის რაიონის გარაიმანის და იუხარი შორჯის დასახლებების მიმართულებაზე, პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. „აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სასაზღვრო ზონაში სროლას უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოსაძიებლად ბაქოს სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანს ამ ინიციატივაზე ჯერ არ უპასუხია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)