23:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 09:02:15, 735 ნახვა

მსოფლიო
კანადის პრემიერი - მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება

კანადას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ Radio-Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კანადის გადაწყვეტილება შეუერთდეს სამშვიდობო ძალისხმევას გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა შეუერთდა „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამასთან, მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დადება, თუ მას თავად უკრაინა არ დაუჭერს მხარს.

„მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics