23:44 - 19 Aug, 2026
|
2025-04-07 21:47:48, 802 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისისა და იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. საფრანგეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აღდგენა მოითხოვეს. „ღაზაში მართვა, კანონისა და წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, ისევე როგორც პალესტინის ტერიტორიებზე, გაძლიერებული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)