00:35 - 20 Aug, 2026
|
2025-04-07 18:34:51, 799 ნახვა
მსოფლიო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წყალდიდობას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქი, კინშასაა. ქალაქი, რომელშიც 17 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და მდინარე კონგოს ნაპირზეა გაშენებული. როგორც BBC აღნიშნავს, კონგოში წყალდიდობები საკმაოდ გახშირებულია, მდინარე კონგოში კი წყლის სიმაღლის დონე უკანასკნელ ექვს ათწლეულში ყველაზე მაღალია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის, ათობით სახლი წყლის მოვარდნილმა მასამ მთლიანად წაიღო. სტიქიის შედეგად ქალაქის ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიასა და სასმელ წყალზე წვდომაც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)