|
2025-04-06 12:08:39, 922 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაზე მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“, - აცხადებენ სარდლობაში. მათივე ინფორმაციით, აკვირდებიან არსებულ ვითარებას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები და აქტივები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც ხანძარი მოჰყვა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აქტიურობის გამო, დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)