19:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 14:16:08, 1092 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი მთავრობას - როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის მოსახლეობას თქვენი იმედი?

საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს.

„საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! ასე უხდით სამაგიეროს ამ ხალხს? 4 ათასამდე ოჯახი რომ დარჩა შემოსავლის გარეშე თქვენი დროებითი მმართველის "ხაიას" და გაურკვეველი გარიგებებით მილიონების ქონება რომ გადაფორმ-გადმოფორმდა - მაშინ ხომ კარგად იყენებდით ამ ადამიანების შრომას.

კეთილი ინებეთ და თქვენ სპონსორ და პროპაგანდისტ რუხაძეს, ტვ „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელს „თხოვეთ“ როგორც სხვა რამეებს თხოვთ ხოლმე, ამ ხალხს მიეხმაროს.

ან მოიქეცით როგორც ჯანსაღი ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, პასუხისმგებლობა აიღეთ და ამ დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმარეთ!

ასეთი „ფორსმაჟორი“ ყოველდღე არ ხდება და ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთ დროს ადამიანებს გვერდით დაუდგეს!“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics