|
2025-04-05 13:14:38, 803 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია
საფონდო ბირჟამ თავისი სიტყვა თქვა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გუო ძიაკუნმა სოციალურ ქსელში დაწერა. „სავაჭრო და სატარიფო ომი, რომელიც აშშ-მა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წამოიწყო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელია. დროა, აშშ-მა არასწორი ქმედებები შეწყვიტოს და სავაჭრო პარტნიორებთან უთანხმოება კონსულტაციების გზით მოაგვაროს“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა 34%-იანი ტარიფებით უპასუხა, რომელიც ძალაში 10 აპრილიდან შევა. ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთმა არასწორად იმოქმედა და პანიკაში ჩავარდა“. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებისა და ჩინეთის საპასუხო ნაბიჯის შემდეგ გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა და კომპანიებმა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს. პარასკევს S&P 500-ის ინდექსი 9%-ით დაეცა. J.P.Morgan-ის პროგნოზით, 2025 წელს აშშ-სა და გლობალური რეცესიის შანსები 60%-მდე გაიზარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)