|
2025-04-05 10:27:54, 1116 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე
არაფერი გამიგია რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, რუბიოს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა. „არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე… არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“, - განაცხადა რუბიომ. ამასთან, მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“. „თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა, პრეზიდენტი [ტრამპი] ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში… ვამოწმებთ რუსები დაინტერესებული არიან თუ არა მშვიდობაში. მათი ქმედებები - არა მათი სიტყვები, არამედ მათი ქმედებები - განსაზღვრავენ ისინი სერიოზულები არიან თუ არა, და ვაპირებთ ეს უფრო მალე ვნახოთ, ვიდრე გვიან“, - განაცხადა რუბიომ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)