|
2025-04-05 10:25:26, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივი-რიჰში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია
რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“. „რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)