19:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 18:30:17, 949 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ამავდროულად მთელი მსოფლიოც

დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ამავდროულად მთელი მსოფლიოც იმიტომ რომ დიფ სთეითი კვლავ ძლიერია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი არის ის ძალები, რომლებსაც უნდათ თავიანთი ინტერესებისთვის, თავიანთი ქონებისა და ძალაუფლების მოხვეჭისთვის ჩაერიონ  სხვა ქვეყნის საქმეებში, აწარმოონ პროქსი ომები და როგორც პროქსი ომის წარმოებით მიიღონ შემოსავლები, ასევე ომის შემდეგი მოცემულობის აღმოფხვრისაგანაც. 

"3 წლის განმავლობაში ქართული ოცნების გუნდი ამხელდა "დიფ სთეითს", რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ახლა ეს ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი, ყველასთვის ცნობილია. ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს დიფ სთეითთან ბრძოლის შესახებ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით განცხადებები განცხადებებად რჩება და გადადგმული ნაბიჯები არ არის ისეთი და იმდაგვარი, რომ "დიფ სთეითის" დამარცხებაზე ვისაუბროთ. 

შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ "გლობალური ომის პარტია"/"დიფ სთეითი" დამარცხდა, მანამ სანამ საქართველოში არსებობენ ძალები რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ".  - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics