|
2025-04-04 16:40:26, 1013 ნახვა
მსოფლიო
ცნობილი გახდა ჩინეთის მიერ აშშ-სთვის დაწესებული ტარიფების დეტალიზაცია
ცნობილი გახდა ჩინეთის მიერ აშშ-სთვის დაწესებული ტარიფების დეტალიზაცია. ინფორმაციას რამდენიმე დასავლური მედია ავრცელებს და წერს რომ აშშ-ს ეკონომიკისთვის ეს დიდი დარტყმაა. რა არის ცნობილი ამ დროისთვის. 34%-იანი ტარიფი სრულად დაწესდა აშშ-ს იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე. აშშ-ს სოფლის მეურნეობის ვაჭრობამ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: ჩინეთის საბაჟომ დაუყოვნებლივ შეაჩერა აშშ-ს მარცვლოვანი ექსპორტიორი კომპანიის მიერ C&D Inc.-ის სორგოს, ასევე სამი ამერიკული კომპანიის მიერ ფრინველებისა და ძვლის ფქვილის იმპორტი. პეკინმა ასევე გამოაცხადა შეზღუდვები საშუალო და მძიმე იშვიათი მეტალების ექსპორტზე აშშ-ში, მათ შორის საუბარია სამარიუმზე, გადოლინიუმზე, ტერბიუმზე, დისპროსიუმზე, ლუტეციუმზე, სკანდიუმსა და იტრიუმზე. ჩინეთმა ექსპორტის კონტროლის სიაში დაამატა აშშ-ის 16 სუბიექტი, რაც კრძალავს ორმაგი დანიშნულების პროდუქტების მიწოდებას აღნიშნულ კომპანიებზე. „არასაიმედო სუბიექტების“ სიაში დაემატა კიდევ 11 ამერიკული კომპანია, რაც საშუალებას აძლევს პეკინს, ამ კომპანიების წინააღმდეგ სასანქციო ქმედებები აამოქმედოს. შეზღუდულ-დასჯილ კომპანიებს შორის არიან Skydio Inc. და BRINC Drones — ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. გარდა ამისა, დაიწყო ანტიდემპინგური გამოძიება აშშ-დან და ინდოეთიდან შემოტანილ გარკვეულ სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის მილების (CT tubes) იმპორტზე, ასევე დაიწყება ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის გამოძიება ამ სფეროში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)