|
2025-04-04 13:45:23, 975 ნახვა
საზოგადოება
ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოაწერა, რომელიც სუს-ის უფროსად ინიშნება. ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც ეხება. იცვლება მათი ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები. ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან დაიწყება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დრომდე გაცემული პასპორტები არ იქნება ვალიდური. ვადის გასვლამდე ძველი დიზაინის პასპორტები ძალაში რჩება. ძველი დიზაინი:
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)