|
2025-04-03 09:30:21, 901 ნახვა
მსოფლიო
სირიის საგარეო უწყება - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაშავდა
სირია ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და მისი სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად აფასებს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. „საერთაშორისო სამართლისა და სირიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევით, ისრაელის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ქვეყნის ხუთ ლოკაციაზე. ეს გაუმართლებელი ესკალაცია სირიის დესტაბილიზაციისა და მისი ხალხის ტანჯვის გამწვავების მიზანმიმართული მცდელობაა“, - აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მათი მტკიცებით, თავდასხმებმა ცენტრალურ პროვინცია ჰამაში სამხედრო აეროპორტის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია, დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქებში : დამასკოში, ჰამასა და ჰომსში სამხედრო ავიაბაზებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)