|
2025-04-02 15:30:22, 940 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“. „როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უცხოელმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს, მან მიიღო ფინანსური სარგებელი საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის გავლენის არასათანადო გამოყენებით, რათა სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ყოფილიყო“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, განცხადების თანახმად, „ლევან მურუსიძემ, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, საჯარო ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის ფინანსური სარგებელი მიიღო და სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“. დიდი ბრიტანეთის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების აქტი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)