|
2016-03-14 11:08:56, 3286 ნახვა
Lifestyle
მორიგი ვიდეოკადრები - „წადით პოლიტიკიდან, თუ არა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“
სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“. ვიდეომასალა facebook-ში სმს-გზავნილის სახით ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს მიუვიდა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს: „ისევ მომივიდა ინბოქსში გზავნილი ანონიმისგან. არ ვიცი ვინ ხართ და რატომ აკეთებთ ამას,მაგრამ მინდა იცოდეთ,რომ ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ -ადამიანებს გაუმძაფრებთ დაუცველობის გრძნობას, შანტაჟს და ტერორს სიკეთე ჯერ არასდროს არავისთვის მოუტანია. რაც უნდა კეთშობილურ მიზანს ამოაფაროთ - შანტაჟი შანტაჟია და ტერორი ტერორად დარჩება. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ეს საშინელება!!“ - წერს მაკა რაზმაძე. ცნობისთვის, პარასკევს სოციალურ ქსელში პირველი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება იყო ასახული. პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)