|
2025-04-01 16:04:06, 860 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პოლიციამ ნეთანიაჰუს ორი უახლოესი მრჩეველი დააკავა
ისრაელის პოლიციამ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ორი უახლოესი მრჩეველი, იონათან ურიხი და ელ ფელდშტეინი კატარის მთავრობასთან არალეგალური კავშირების ეჭვის საფუძველზე დააკავა. მრჩევლები 31 მარტს დააკავეს. დაკავებები ადგილობრივ მედიაში კათარგეითის სახელით ცნობილ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც შესაძლო უცხოურ გავლენას, ეროვნული უსაფრთხოების დარღვევებსა და პოლიტიკურ დანაშაულებს იძიებს. დაკავებებიდან მალევე, ნეთანიაჰუ იერუსალიმში, საკუთარ ოფისში დაკითხვაზე დაიბარეს. ნეთანიაჰუ საქმეში ეჭვმიტანილად არ არის მოხსენიებული. მედიის ცნობით, ის გამოიკითხა როგორც პიროვნება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმეზე. დაკავება განხორციელდა Lahav 433-ის, ისრაელის ელიტური ანტიკორუფციული და მძიმე დანაშაულების დანაყოფის მიერ, შინ ბეტთან (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტო) კოორდინაციით. გამოძიება სასამართლოს მიერ დაწესებული ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის (gag order) პირობებში მიმდინარეობს, რომელიც ძალაში 10 აპრილამდე რჩება. საქმე ეყრდნობა ბრალდებებს, რომ ელი ფელდშტეინი, ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი, ერთდროულად მუშაობდა საერთაშორისო კომპანიაში, რომელსაც კატარი ქირაობდა, და ამავე დროს იკავებდა პოზიციას პრემიერმინისტრის ოფისში. გამომძიებლების თქმით, ფელდშტეინი თითქოსდა ისრაელის მედიაში "პროკატარულ ნარატივს" ავრცელებდა, პარალელურად კი კატარისგან ფულად ანაზღაურებას იღებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)