|
2025-04-01 09:10:47, 856 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება
"ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ტერორისტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგად განადგურდნენ. მათი ბევრი მებრძოლი და ლიდერი უკვე ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მათ ყოველდღე და ყოველ ღამე ვურტყამთ - უფრო და უფრო ძლიერად“, - წერს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს და გემებს საფრთხეს უქმნის, სწრაფად ნადგურდება. „ჩვენი შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან. „ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ნამდვილი ტკივილის მიყენება ჯერ კიდევ წინ არის, როგორც „ჰუსიტებისთვის“, ასევე ირანში მათი სპონსორებისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)