02:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 11:05:45, 681 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო - დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს! - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება დღეს ისევ საფრთხეშია!

„1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო!

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

ეს იყო ქართველი ერის დიდი გზა მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ოჯახებით, დევნილობით, მაგრამ მაინც ეროვნული იდეის გადარჩენისა და განვითარების გზაზე დადგომის ყველაზე სახელოვანი ისტორიით პოსტსაბჭოთა სივრცეში! ამ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომში იმ გმირი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს რუსული ჩექმისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება!

დღეს ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა!

ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება!

საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა!

სრული ბოიკოტი რუსული ოცნების რუსულ კომისიას!

რუსეთი მტერია!

ანწუხელიძე უკვდავია!“- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics