|
2016-03-13 15:25:41, 1283 ნახვა
სხვადასხვა
სასტუმრო „ROOMS“ -ში ხვალ თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2016 გაიხსნება
მიმდინარე წლის 14 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ROOMS“ -ში თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2016 გაიხსნება. ღონისძიება არის რიგით მეორე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი, რომლის ორგანიზებაც ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ (GISS) მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის ფარგლებეში აღმოსავლეთ პარტნიორობისა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი, ბელარუსი) და ევროპის (პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, შვედეთი) ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლებს, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქვეყნების სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო სექტორსა, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს მიერ განვლილ ტრანსფორმაციულ პროცესებს, დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები და ერთამნეთს გაუზიარონ სამომავლო გეგმები. აღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ტრანსფორმაციული პროცესების შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. 17 აპრილს, ფორუმის მეორე ეტაპზე მონაწილეები გაემგზავრებიან შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში. ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ისაუბრონ შვედეთის რეფორმებზე, საგარეო ურთიერთობებსა თუ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ (GISS) კვლევითი ორგანინზაციაა (Think Tank), რომლის მიზანია უსაფრთხოების, კონფლიქტის, საგარეო ურთიერთობების, რეგიონალური პოლიტიკის საკითხების ანალიზი და ახალგაზრდა ლიდერების განვითარებაზე გათვლილი პროექტების განხორციელება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)