|
2025-03-30 12:56:07, 1041 ნახვა
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს
რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ძალთა ბალანსს ევროპის კონტინენტზე და ასევე უსაფრთხოების განცდას. სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა. „ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა. სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას. სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი. „უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენ მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)