|
2025-03-29 11:07:52, 848 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უსაფრთხოების დანაყოფები მიიღებენ აუცილებელ ზომებს ყველას წინააღმდეგ, ვინც თავს ესხმის პოლიციას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები მიმართავენ ყველა აუცილებელ ზომას მათ წინააღმდეგ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა. „სამართლიანობის ძიების საბაბით ისინი ცდილობდნენ ძალიან სახიფათო პროვოკაციის მოწყობას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, კანონთან ან სამართლიანობის ძიების ლეგიტიმურ საშუალებებთან. თუმცა ჩვენი პოლიციის ცივი და მტკიცე მიდგომის, ჩვენი ერის გონივრული მიდგომისა და ჩვენი ახალგაზრდების მშვიდი პოზიციის წყალობით, რომლებმაც ღირსება შეინარჩუნეს, პროვოცირების პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ამ პროცესის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. ჩვენი უსაფრთხოების დანაყოფები მიიღებენ აუცილებელ ზომებს ყველას წინააღმდეგ, ვინც სახეს იფარავს, თავს ესხმის პოლიციას ან ავიწროებს ჩვენს ხალხს, როცა ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, რომ თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი. მერს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. იმამოღლუ პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. დაკავებამდე ის განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)