|
2025-03-29 08:49:59, 916 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან
ირანისთვის ცუდი რამ მოხდება, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც თეირანმა დონალდ ტრამპის წერილს ასევე წერილობითი ფორმით უპასუხა და ომანის შუამავლობით ვაშინგტონს გაუგზავნა. ირანმა ტრამპისგან წერილი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიიღო, სადაც ვაშინგტონი თეირანს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ორი თვის ვადაში არ მიიღწევა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებული აშშ-თან პირდაპირი დიალოგით, თუმცა მზადყოფნას აცხადებენ, გამართლონ არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით. „ირანი ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს ჩემს სიაში, რომელზეც ყურადღებაა საჭირო. მე მათ ახლახან გავუგზავნე წერილი და ვუთხარი: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე, ან უნდა ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ეს თემა, ან ძალიან ცუდი რამ დაემართება ირანს. არ მინდა, ეს მოხდეს. ჩემი დიდი უპირატესობა – და ამას არ ვამბობ სიძლიერის ან სისუსტის გამო – ის არის, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ ირანთან, მაგრამ ჩვენ თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ცუდი რამ მოხდება ირანისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)