|
2025-03-27 20:24:30, 912 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო
სომხეთის პრემიერმინისტრის მრჩევლის, არტაშეს ტუმანიანის თქმით, სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ტუმანიანის თქმით, სახელმწიფო კომპანია თურქმენგაზთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, ხოლო ბუნებრივი აირის სომხეთში მიწოდება ირანის გავლით, SWAP სქემის მეშვეობით მოხდება. ირანმა გაზის ტრანზიტზე თანხმობა უკვე განაცხადა. ტუმანიანმა ასევე დააზუსტა, რომ საუბარია 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე, თუმცა ფასის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. "ასევე ვმართავთ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში მიწოდებაზე და თბილისმა უკვე დაადასტურა თანხმობა" -დაამატა ტუმანიანმა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს გაზის მიწოდებას შავიზღვისპირა რეგიონის ქვეყნებისთვის. ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია რუსული Газпром-ია. გაზი რესპუბლიკაში შემოდის საქართველოს გავლით და 2030 წლამდე მისი ფიქსირებული ფასი — 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარია. სომხეთი ასევე თანამშრომლობს ირანთან "გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად სომხეთი 2.6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს ახორციელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)