|
2025-03-27 18:34:02, 795 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმევა თავს, სამშიდობოები პასუხს გასცემენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შესაძლო ევროპულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიგზავნებიან, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან პოტენციურ თავდასხმას "უპასუხონ", თუ მოსკოვი მას წამოიწყებს. მაკრონმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. "თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები ფაქტობრივად თავად აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო" - ამბობს მაკრონი. მან აღნიშნა, რომ ევროპული ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე არ განთავსდებიან და "პირველივე დღეს რუსულ ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან". მისი თქმით, ეს იქნება ძალები, რომლებიც "რუსეთს ახალი თავდასხმისგან შეაკავებენ. ისინი დაიკავებენ მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ ბაზებს, რაც მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს ევროპის რამდენიმე მთავრობისა და მოკავშირეების მხრიდან". "ჩვენ არ ვიმყოფებით ფრონტის ხაზზე, არც საბრძოლველად მივდივართ — ჩვენ იქ ვიქნებით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის პაციფისტური, მშვიდობიანი მიდგომა. ერთადერთი, ვინც ასეთ შემთხვევაში კონფლიქტს ან საბრძოლო სიტუაციას გამოიწვევს, იქნებიან რუსები, თუკი კვლავ გადაწყვეტენ აგრესიის წამოწყებას" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)