|
2025-03-27 17:12:11, 793 ნახვა
მსოფლიო
ბესენტი - აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი. "რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა. ტრამპის ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინა და აშშ მინერალებზე შეთანხმებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოაწერენ ხელს და დაამატა, რომ თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტიდან დღემდე მხარეებმა დრო გამოიყენეს და შეთანხმება უფრო განავრცეს. "ჩვენ გადავეცით ეკონომიკური პარტნიორობის დასრულებული დოკუმენტი. ამჟამად მას უკრაინული მხარე განიხილავს და იმედი გვაქვს, რომ სრული დისკუსიები დაიწყება და, ალბათ, მომდევნო კვირაში ხელმოწერებსაც ვნახავთ. თავდაპირველი დოკუმენტი 4-გვერდიანი იყო, ეს შუალედი და დრო ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ დამთავრებულ შეთანხმებამდე მისასვლელად, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ წინ წავალთ და მალე მოვაწერთ ხელს". აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს, ხოლო 24 მარტს დაამატა, რომ უკრაინასთან შეთანხმება ფაქტობრივად "მიღწეულია".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)