|
2025-03-27 16:33:38, 880 ნახვა
საზოგადოება
ISFED-მა აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა - ნინო დოლიძეს ვადა ეწურება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED-მა) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნინო დოლიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ამის შესახებ მან თავადაც დაწერა საჯაროდ სოციალურ ქსელში. "მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი, როგორც “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება. ჩემთვის ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ორგანიზაციის დატოვება, მაგრამ ეს არის წესი; და ისფედი იმიტომ არის ისფედი, რომ დაარსებიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, არასოდეს უღალატია წესებისთვის და იცავს ორგანიზაციის შიდადემოკრატიას. ამით ვამაყობთ! ჩემზე, ისფედზე და ამ ოთხ წელზე მოგვიანებით დავწერ, ახლა კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე შეირჩეს გაბედული, კვალიფიციური და მებრძოლი ადამიანი. ისფედი კვლავაც იდგება საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. არაერთი სირთულე გამოიარა და ამასაც გაივლის. მე არსად მივდივარ, ვრჩები ამ ბრძოლაში. და მჯერა, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. სიბნელეს აუცილებლად მოჰყვება სინათლე! P. S. ახლის შერჩევამდე აქ ვარ", - წერს ნინო დოლიძე. ISFED-ის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის მართვაზე. მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულება, ასევე, პროგრამებისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება, დაინტერესებულ მხარეებთან სანდო სამუშაო ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)