04:49 - 20 Aug, 2026
|
2025-03-26 17:17:49, 666 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება
ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისრაელი დემოკრატიაა და დემოკრატიად დარჩება. დემოკრატია საფრთხეში არ არის. საფრთხეში ბიუროკრატების მმართველობაა. საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ისრაელი ტერიტორიებს დაიკავებს. „ღაზაში ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო დიდხანს იტყვის „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე უარს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ზეწოლა. ეს ტერიტორიების დაკავებას მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც ახლა აქ არ ჩამოვთვლი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)