|
2025-03-26 14:44:47, 725 ნახვა
მსოფლიო
კიშინიოვში გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს
კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუცული 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პირველი მისი პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებას [რუსეთიდან] ეხება, მეორე კი 2022 წელს კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. გუცული ბრალდებებს უარყოფს და სანდუს ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. გუცულის დაკავება გასულ კვირაში ორი პრორუსი პარლამენტარის, ალექსანდრ ნესტეროვსკის და ირინა ლოზოვანის "აუხსნელ გაქრობას" მოჰყვა. ნესტეროვსკის გასულ კვირაში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ლოზოვანი კი მსგავს საქმეზე ვერდიქტს ელოდებოდა. 2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები დაადეს აშშ-მ და ევროკავშირმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)