|
2025-03-26 10:05:57, 1057 ნახვა
მსოფლიო
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კრემლის განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებისგან, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”. კერძოდ, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულ პუნქტს წინაპირობები არ ახლავს. კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ძალაში შემდის მას შემდეგ, რაც ოთხი პირობა იქნება დაკმაყოფილებული: “სასანქციო შეზღუდვების მოხსნა “როსსელხოზბანკის” და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი ჩართულობა SWIFT-თან, აუცილებელი საკორესპონდენციო ანგარიშების გახსნა; სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა; სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებაზე და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით ვაჭრობაში; შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც გამოიყენება სურსათის (მათ შორის თევზეულის) და სასუქის წარმოებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)