|
2025-03-25 17:12:46, 991 ნახვა
მსოფლიო
რობერტა მეცოლა - ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში
ევროკავშირში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ რეკორდულად მაღალია, გამოკითხული მოქალაქეების თითქმის სამი მეოთხედი თვლის, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოკითხვა „ევრობარომეტრმა“ იანვარსა და თებერვალში ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 74% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით ისარგებლა. ეს 1983 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოკითხვის მიხედვით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა მომგებიანია, შეიცვალა. მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება ევროკავშირის მოქალაქეების 66%-ს სურს, რათა ორგანიზაციამ უფრო მეტი როლი ითამაშოს გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან დაცვაში. ეს მოსაზრება განსაკუთრებით ფიგურირებს ახალგაზრდა რესპონდენტებში. „ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში. ეს არის მოქმედების მკაფიო მოწოდება, რომელსაც ჩვენ გამოვეხმაურებით. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)