|
2016-03-12 15:35:25, 3109 ნახვა
Lifestyle
ელისო კილაძე: შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ
„შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ“, - ამის შესახებ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. კილაძე ტექსტთან ერთად Facebook-ის პროფილის „Georgia Georgia” ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. „შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ !!!!!! დაანონსებულია ამ გვერდიდან !! ყველას,ვისაც ჩემზე ზაზა დავითაიას ტყეზე და ფირზე ბოდვის მერე ხმაც არ ამოგიღიათ-ახლა მაინც იყავით ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ! ჩემზე ვერ გამოაქვეყნებენ. არა აქვთ !!! მოითხოვეთ გამოძიება-ვინ შექმნა და სად ეს გვერდი“,-წერს კილაძე. ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრს ეკუთვნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში დაბლოკა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)